„სამგურალმა“ თურქული შეკრების პირველი მატჩი ახალწვეულის გოლით მოიგო #1TVSPORT
„სამგურალმა“ თურქული შეკრების პირველი მატჩი ახალწვეულის გოლით მოიგო #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე მყოფმა წყალტუბოს „სამგურალმა“ პირველი ამხანაგური მატჩი რუმინული „მიერკურეა ჩიუკის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

გიორგი მიქაძის გუნდმა თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ უპირატესობა მოიპოვა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა და მალე უპირატესობა ანგარიშში აისახა. 25-ე წუთზე წყალტუბოელები ეფექტური გოლით დემურ ჩიხლაძემ დააწინაურა.

მეორე ტაიმში „სამგურალს“ რამდენჯერმე შეეძლო ანგარიშის გაზრდა, რუმინელმა მეკარემ დემურ ჩიხლაძის და აკო ვერულიძის დარტყმების შემდეგ ურთულესი ბურთები მოიგერია. რუმინელების კარში მეორე გოლი 75-ე წუთზე დოლიძის კარგი გადაცემის შემდეგ სენეგალელმა ლეგიონერმა აბუბაქარ ტუნკარამ გაიტანა, რომელიც „სამგურალს“ თურქულ შეკრებაზე დღეს შეუერთდა. რუმინელებმა ერთი გოლი 83-ე წუთზე გაქვითეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.


სამგურალიმიერკურეა 2:1


გოლები: დემურ ჩიხლაძე (25), აბუბაკარ ტუნკარა (75)

სამგურალი ( I ტაიმი): ქვილითაია, კიკაბიძე, ქურდაძე, პატარკაციშვილი, მაისაშვილი, კალანდარიშვილი, გილმორი, ბაშელეიშვილი, ჩიხლაძე, კუხიანიძე, გავაშელიშვილი

II ტაიმში შევიდნენ: ვერულიძე, დევდარიანი, შ.ბურჯანაძე, ტურე, თევზაძე, რუხაძე, დოლიძე ახვლედიანი, აბუბაკარ ტუნკარა

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე