ეროვნული ლიგა | „თელავმა“ კონკურენტი „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „თელავმა“ კონკურენტი „სამგურალი“ დაამარცხა #1TVSPORT

თელავში, „კავკასიონი არენაზე“ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში „თელავმა“ კონკურენტ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს – 28-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდოს გადაცემით ანგარიში თორნიკე მორჩილაძემ გახსნა, ხოლო ოთხ წუთში თელაველების უპირატესობა დაჩი ცნობილაძემ გაზარდა.

მეორე ტაიმში „სამგურალი“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 78-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა თავისივე წამოწყებული შეტევა შორეული დარტყმით დააგვირგვინა და ეფექტური გოლი გაიტანა.

საბოლოოდ, „თელავმა“ უპირატესობა შეინარჩუნა, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, 16 ქულით მე-8 ადგილზე დაწინაურდა და „სამგურალს“ (16) გაუთანაბრდა, რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს.