„იბერიამ“ წყალტუბოში „სამგურალი“ დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT
„იბერიამ“ წყალტუბოში „სამგურალი“ დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეცხრე ტური წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრით დაიწყო, სადაც „სამგურალმა“ თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

ანგარიში მე-6 წუთზე „იბერიამ“ ბაქარ ქარდავას გოლით გახსნა, მაგრამ „სამგურალმა“ შესვენებამდე ორი გოლის გატანა მოახერხა – ანგარიში 25-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ გაათანაბრა, ხოლო 32-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა და „სამგურალმა“ პირველი ტაიმი მოიგო.

„იბერიამ“ მეორე ტაიმში თამაშის შემოტრიალება მაინც მოახერხა. 52-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 75-ე წუთზე გიზო მამაგრეიშვილის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ბარტულ მარკოვინამ საკუთარ კარში ჩაჭრა. დარჩენილ დროში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და „იბერიამ“ მორიგი სამი ქულა მოიპოვა.

თბილისურმა კლუბმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო და 22 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ (5) მე-9 პოზიციაზე დარჩა.