„სამგურალმა“ ფრუიძის დანიშვნა დაადასტურა - ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ #1TVSPORT
„სამგურალმა“ ფრუიძის დანიშვნა დაადასტურა - ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ გუნდი სოსო ფრუიძემ ჩაიბარა. წყალტუბოელებმა ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩამდე ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშეს.

გამოცდილმა და ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქართველმა სპეციალისტმა სოსო ფრუიძემ წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნვნის შემდეგ საკუთარ მიზნებზე ილაპარაკა.

„მოხარული ვარ რომ დავბრუნდი კლუბში, სადაც, მთავარი მწვრთნელის რანგში, უმაღლეს ლიგაში პირველი ნაბიჯები გადავდგი. ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. „სამგურალის“ ასპარეზობას ყოველთვის თვალს ვადევნებდი. კლუბის ხელმძღვანელობამ თანამშრომლობა ორი დღის წინ შემომთავაზა. მქონდა შეხვედრები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და მივიღე გადაწყვეტილება, შემოთავაზებას დავთანხმებულიყავი. მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას გამოცხადებული ნდობისთვის, ამ ეტაპზე გუნდის გაცნობის პროცესში ვარ. პირველ ვარჯიშს დღეს ჩავატარებ. დარწმუნებული ვარ უჩა სოსიაშვილს კარგი სამუშაო ექნება გაწეული. ვეცდებით, რომ „სამგურალმა“ რაც შეიძლება მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს“, – ამბობს სოსო ფრუიძე.

გამოჯანმრთელდნენ და გუნდს დაუბრუნდნენ გიორგი მჭედლიშვილი და გიორგი თევზაძე, რომლებმაც ორ-ორი მატჩი გამოტოვეს. „სამგურალს“ სოსო ფრუიძე პირველად თავისი ყოფილი კლუბის, „ტორპედოს“ წინააღმდეგ ეროვნული ლიგის მე-9 ტურში, 17 აპრილს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე დაგეგმილ შეხვედრაში უხელმძღვანელებს – მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.