სამედიცინო ცენტრ „ლაზიკამედიში“ აცხადებენ, რომ „აჭარა ტექსტილიდან“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით გადაყვანილი 18-ვე პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ყველა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა
სამედიცინო ცენტრ „ლაზიკამედიში“ აცხადებენ, რომ „აჭარა ტექსტილიდან“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით გადაყვანილი 18-ვე პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ყველა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა

სამედიცინო ცენტრ „ლაზიკამედიში“ აცხადებენ, რომ „აჭარა ტექსტილიდან“ ინტოქსიკაციის სიმპტომებით გადაყვანილი 18-ვე პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ყველა მათგანმა კლინიკა უკვე დატოვა.

„პაციენტები დღის მეორე ნახევარში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილიდან“ გადმოიყვანეს. მათ აღენიშნებოდათ ღებინება, გულის რევის შეგრძნება და ტკივილი მუცლის არეში. ყველა მათგანს გაეწია საჭირო სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა. პაციენტები კლინიკაში ქალაქის მერმა და „აჭარა ტექსტილის“ ხელმძღვანელობამ მოინახულა. ადგილზე იმყოფებოდა ექიმი ეპიდემიოლოგი, რომელიც პაციენტების მდგომარეობას გაეცნო“, – ნათქვამია „ლაზიკამედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილიდან“ პაციენტები ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკა „ლაზიკამედში“ შეიყვანეს. მათ ღებინება, საერთო სისუსტე და ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებოდათ.

როგორც „აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა  გია ლომინაძემ განაცხადა, თანამშრომელთა მოწამვლასთან დაკავშირებით ფაბრიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.