„აჭარა ტექსტილიდან“ 20-მდე პირი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს
„აჭარა ტექსტილიდან“ 20-მდე პირი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს

ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილიდან“ 20-მდე პირი ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკა „ლაზიკამედში“ შეიყვანეს. მათ ღებინება, საერთო სისუსტე და ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ.

„აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების მოწამვლის ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. კლინიკაში მოთავსებულ პირებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

„აჭარა ტექსტილი“ მომხდარ ფაქტზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.