სამბო | ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე სამბოში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის, საქართველოს ნაკრების წევრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალია.
ტურნირზე ბექა ძაგანიშვილმა (ახალგაზრდები) ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ რომეო მიქაბაძე (ჭაბუკები), ბეჟან ხურციძე (ჭაბუკები), ნინი დარჩია (გოგონები), გიორგი დვალიშვილი (ჭაბუკები) და ნიკოლოზ ალშიბაია (ახალგაზრდები).
ჩვენი ნაკრების შემადგენლობა:
ჭაბუკები:
53კგ – გიორგი დვალიშვილი
58კგ – გოგა გორგაძე
64კგ – თენგიზ ხიდაშელი
71კგ – მიხეილ გაფრინდაშვილი
79კგ – ბეჟან ხურციძე
88კგ – გივი კვინჩია
98კგ – გიორგი ჟორჟოლიანი
+98 – რომეო ნიქაბაძე
გოგონები:
54კგ – ნინო დარჩია
ახალგაზრდები:
58კგ – ლუკა გადელია
64კგ – გუგა ამირხანაშვილი
71კგ – ნიკოლოზ გოგალაძე
79კგ – ლუკა წიქვაძე
88კგ – ბექა ძაგანიშვილი
98კგ – გაბო მუკბანიანი
+98კგ – ნიკოლოზ ალშიბაია