სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელი დღე დამთავრდა, ხვალიდან გეტყვით ყველაფერს
სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელი დღე დამთავრდა, ხვალიდან გეტყვით ყველაფერს

დღევანდელი დღე დამთავრდა, ხვალიდან გეტყვით ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სვეტიცხოვლის ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ხვალიდან გეტყვით ყველაფერს, დღეს დამთავრდა დღევანდელი დღე, მადლობა ყველას“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას დაესწრო. ზურაბიშვილი სვეტიცხოველში შვილთან, თეიმურაზ გორჯესტანთან ერთად იმყოფებოდა.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა: „გამოვალ აქედან, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა“.

სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა.