სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას ესწრება

12:46, 29.12.2024

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას ესწრება.

სალომე ზურაბიშვილი სვეტიცხოველში შვილთან, თეიმურაზ გორჯესტანთან ერთად იმყოფება.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა: „გამოვალ აქედან, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა“.

სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა.

მსგავსი