სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს
სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმა მიიღო, თავიდან აიცილა სერიოზული დაზიანება და მოასწრებს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის აღდგენას.

იტყობინებიან, რომ “ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბმა მოთამაშეს რენტგენი გადაუღო, რომელმაც მხარის არეში მყესების დაჭიმვა დაადგინა. ეგვიპტის ნაკრების ექიმმა მოჰამედ აბუ ელ-ელამ იმედი გამოთქვა, რომ “ლივერპულის” ფორვარდი დაეხმარება ეროვნულ გუნდს მსოფლიოს პირველობაზე.
მოგვიანებით, კომენტარი გააკეთა ეგვიპტის სპორტის მინისტრმა ჰალედ აბდელ აზიზმა.

“სალაჰს მხარის სახსრის მყესები აქვს დაჭიმული. მკურნალობის ხანგრძლივობა ორი კვირა იქნება. ეგვიპტის ნაკრების ექიმები კონტაქტში არიან “ლივერპულის” შტაბთან. სალაჰის რეაბილიტაცია ლივერპულში ჩაივლის, შემდეგ ის იტალიაში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე შემოგვიერთდება. საბოლოო განაცხადს 4 ივნისს გამოვაცხადებთ და მასში მოჰამედი აუცილებლად იქნება”, – დაწერა საკუთარ “ფეისბუქზე” აზიზმა.