ფეხბურთის მიმომხილველთა ასოციაციამ მოჰამედ სალაჰი წლის მოთამაშედ აღიარა #1TVSPORT
ფეხბურთის მიმომხილველთა ასოციაციამ მოჰამედ სალაჰი წლის მოთამაშედ აღიარა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ეგვიპტელი ფორვარდი საფეხბურთო ჟურნალისტთა ასოციაციამ ინგლისში წლის ფეხბურთელად დაასახელა.

ამ პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად მოჰამედ სალაჰის კონკურენტები კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) და დეკლან რაისი (ვესტ ჰემი) იყვნენ.

„ლივერპულელთა“ ეგვიპტელმა ლეგიონერმა ხმების 48 პროცენტი აიღო და კონკურენტებს ადვილად გადაასწრო.

აღსანიშნავია, რომ ეს წოდება სალაჰისთვის კარიერაში მეორეა, – ინგლისის წლის მოთამაშედ ეგვიპტელი ფორვარდი 2018 წელსაც აღიარეს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონზე მოჰამედ სალაჰმა 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

გამოვლინდა წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელიც. პირველ ადგილზე გავიდა „ჩელსის“ ქალთა გუნდის თავდამსხმელი სემ კერი, რომელმაც ხმების 40 პროცენტი მიიღო, გაასწრო რა ვივიან მიდემასა (არსენალი) და ლორენ ჰემპს (მანჩესტერ სიტი).