სალაჰი და მაჰრეზი მსოფლიოს ჩემპიონატის დროს ტვ-ექსპერტებად იმუშავებენ #1TVSPORT
„ლივერპულის“ ფორვარდი მოჰამედ სალაჰი და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი რიად მაჰრეზი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დროს ტელევიზიაში იმუშავებენ.
მედიაჰოლდინგმა beIN Sports-მა ორივე ფეხბურთელი სატელევიზიო ექსპერტებად მიიწვია.
ეგვიპტელი სალაჰი და ალჟირელი მაჰრეზი ვერ ითამაშებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რადგან მათი ნაკრებები ვერ მოხვდნენ ფინალურ ტურნირზე.
მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.