სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - მიხეილ ხიდაშელს სუს-ში არასდროს უმუშავია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - მიხეილ ხიდაშელს სუს-ში არასდროს უმუშავია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ ხიდაშელს სუს-ში არასდროს უმუშავია. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

თინა ხიდაშელის ძმა, მიხეილ ხიდაშელი რომელიც პარლამენტთან აქციაზე ზვიად კუპრავამ ახსენა, შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა. ზვიად კუპრავას განცხადებით, „თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება“. ზვიად კუპრავამ ამ ადამიანის გამოკითხვა მოითხოვა და აქციაზე ვიდეომასალაც აჩვენა.