მიხეილ ხიდაშელი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ზვიად კუპრავამ ახსენა, შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა

00:45, 02.06.2018

თინა ხიდაშელის ძმა, მიხეილ ხიდაშელი რომელიც პარლამენტთან აქციაზე ზვიად კუპრავამ ახსენა, შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა.

პირველი არხის ინფორმაციით, ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაში შესვლისას მას კომენტარი არ გაუკეთებია. მისივე ცნობით, თავდაპირველად, მან უარყო, რომ ის მიხეილ ხიდაშელი იყო.

ზვიად კუპრავას განცხადებით, „თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება“.

ზვიად კუპრავამ ამ ადამიანის გამოკითხვა მოითხოვა და აქციაზე ვიდეომასალაც აჩვენა.

https://www.youtube.com/watch?v=txJw7q25B8k&feature=youtu.be

 

მსგავსი