საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფი მოულოდნელად გაგრძელდა. რეგულარულის მიხედვით მეორე ნომრად განთესილმა “კაკტუსმა” სერიის პირველი მატჩი “მგზავრებთან” წააგო.
მეოთხე მეოთხედამდე თანაბარი თამაში მიდიოდა და ბოლო 10-წუთეულის წინ, “კაკტუსის” ჩამორჩენა ორ ქულას შეადგენდა. მაგრამ, მაყურებელმა დაძაბული ფინალი ვერ იხილა, რადგან “მგზავრებმა” მოახერხეს ორნიშნა უპირატესობის მოპოვება და 85:69 მოგება.
“მგზავრებში” 22 ქულით, 11 მოხსნით, 7 პასით და 4 ჩაჭრით საუკეთესო ადრიან ბოუი იყო. 20 ქულა ჰქონდა კახა ჯინჭარაძეს, 11 ქულა – ბერნარდ ნკალის, ოთარ ფხაკაძემ და ტეილორ სტეფორდმა 10-10 ქულით დაასრულეს შეხვედრა. “კაკტუსში” 24 ქულით დეანდრე პარკსი იყო ლიდერი.
მეორე შეხვედრა 8 მაისს, 16:00 საათზე ისევ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდეა.