საქართველოს რკინიგზამ დღეიდან მუშაობა განაახლა
საქართველოს რკინიგზამ დღეიდან მუშაობა განაახლა

„საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო გადაყვანები დღეიდან, 27 თებერვლიდან განაახლა.

კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს ბილეთების შეძენა ონლაინრეჟიმში 25 თებერვლიდან შეეძლოთ, რკინიგზის სალაროები კი, 26 თებერვლიდან გაიხსნა.

საქართველოს რკინიგზა მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს:

„რაც შეეხება „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს; მატარებელში შესვლისთანავე მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.