საკალათბურთო პლეი ოფში დიდი მოულოდნელობა მოხდა
საკალათბურთო პლეი ოფში დიდი მოულოდნელობა მოხდა

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფი მოულოდნელად გაგრძელდა. რეგულარულის მიხედვით მეორე ნომრად განთესილმაკაკტუსმა” სერიის პირველი მატჩი “მგზავრებთან” წააგო.
მეოთხე მეოთხედამდე თანაბარი თამაში მიდიოდა და ბოლო 10-წუთეულის წინ, “კაკტუსის” ჩამორჩენა ორ ქულას შეადგენდა. მაგრამ, მაყურებელმა დაძაბული ფინალი ვერ იხილა, რადგან “მგზავრებმა” მოახერხეს ორნიშნა უპირატესობის მოპოვება და 85:69 მოგება.

“მგზავრებში” 22 ქულით, 11 მოხსნით, 7 პასით და 4 ჩაჭრით საუკეთესო ადრიან ბოუი იყო. 20 ქულა ჰქონდა კახა ჯინჭარაძეს, 11 ქულა – ბერნარდ ნკალის, ოთარ ფხაკაძემ და ტეილორ სტეფორდმა 10-10 ქულით დაასრულეს შეხვედრა. “კაკტუსში” 24 ქულით დეანდრე პარკსი იყო ლიდერი.

მეორე შეხვედრა 8 მაისს, 16:00 საათზე ისევ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდეა.