საფრანგეთში საკვები დანამატების შეზღუდვას აპირებენ
საფრანგეთში საკვები დანამატების შეზღუდვას აპირებენ

საფრანგეთში საკვები დანამატების შეზღუდვას აპირებენ. შესაბამისი კანონპროექტი საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში განიხილება.

დეპუტატები მოითხოვენ, რომ საკვებში მხოლოდ ლიმიტირებული რაოდენობით დანამატები და მარილი იყოს დაშვებული.

პროექტის ამოქმედების შემდეგ საკვებ პროდუქტებში დანამატების რაოდენობა 7-ჯერ შემცირდება. კერძოდ, თითოეულ პროდუქტში მხოლოდ ერთი საღებავის, გემოს შემცვლელი და კონსერვანტი იქნება დაშვებული.

როგორც ფრანგული მედია წერს, კანონის ამოქმედება 2025 წლიდან იგეგმება.

კომპანიები, რომლებიც დირექტივას არ შეასრულებენ, დაჯარიმდებიან. კანონმდებლები ასევე მოითხოვენ, პროდუქტის ხარისხის შეფასების სავალდებულო შკალის შემოღებას და ლიმიტის დაწესებას მარილზე, შაქარსა და ცხიმმჟავებზე. შეზღუდვა შეეხება მზა საკვებს და პურსაც.