საფრანგეთში მცირე ზომის ტურისტული თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ოთხი ადამიანი
საფრანგეთში მცირე ზომის ტურისტული თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ოთხი ადამიანი

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მცირე ზომის ტურისტულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაღუპულია ოთხი ადამიანი.

თვითმფრინავი ავერონის დეპარტამენტში, აეროდრომის მახლობლად ჩამოვარდა.

წინასწარი ვერსიით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა. დაცემისას თვითმფრინავს ცეცხლი მოედო.

დაღუპულები მფრინავი და სამი მგზავრი არიან.