საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

00:17, 11.10.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საფრანგეთში „კოვიდ-19“ 26 986 ადამიანს დაუდასტურდა. ეს „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 54-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში გამოვლენილია ინფიცირების 718 873 შემთხვევა, მათ შორის გარდაიცვალა 32 684 პირი.

მსგავსი