საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 11 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 627 პაციენტი
საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 11 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 627 პაციენტი

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 11 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 627 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოებში მყოფი პაციენტების რიცხვი 392-ით შემცირდა და 26 311-ს შეადგენს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 293 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში ვირუსის 2 310 369 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 54 232 პაციენტი გარდაიცვალა. საფრანგეთი ვირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.