მილანში საპროტესტო აქცია გაიმართა
იტალიის ქალაქ მილანში საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრაცია მოძრაობა „იტალია მოედანზე“ (Italia in Piazza) ორგანიზებით გაიმართა.
აქციის მონაწილეები ცხოვრების გაძვირებას, სამხედრო გადაიარაღებასა და ჯორჯია მელონის მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
აქციის გამო მილანში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო.
მსვლელობას სტუდენტური ჯგუფები და პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტებიც შეუერთდნენ. დემონსტრანტებს პალესტინისა და ლიბანის დროშები ჰქონდათ. აქციაზე ჰქონდათ ბანერები წარწერებით: „შევაჩეროთ გენოციდი“.
ამასთან, ოქტომბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი ძალადობრივი ინციდენტებისა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული პროვოკაციული მოწოდებების გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ჩხრეკა 11 ქალაქში, 50 მისამართზე ჩაატარეს. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი არასრულწლოვნის ბინაში პნევმატური იარაღი, ათი გასროლილი ვაზნა, ათი დანა და მაჩეტე აღმოაჩინეს.
გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანი ძალადობრივ ინციდენტებში აქტიურად მონაწილეობდა. გამოძიება 17, 18 და 24 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.