ედინბურგში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

23:54, 14.11.2026

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

დემონსტრანტები პლაკატებითა და სხვადასხვა კოსტიუმით სამეფო მილის ქუჩის დასაწყისში შეიკრიბნენ, შემდეგ კი შოტლანდიის პარლამენტისკენ მსვლელობით გაემართნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრები გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრები კაცობრიობას საფრთხეს უქმნის“ და „ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრები დედამიწას ანადგურებს“.

მსგავსი