საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 500-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FILE PHOTO: People wearing protective face masks walk in a busy street in Paris as France reinforces mask-wearing in public places as part of efforts to curb a resurgence of the coronavirus disease (COVID-19) across France, September 18, 2020. REUTERS/Gonzalo Fuentes
საფრანგეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რიცხვი – 13 498-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით, ეს მონაცემი 300-მდე შემთხვევით მეტია.
ამასთან, საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 26-ით გაიზარდა.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსს 31 274 ადამიანი ემსხვერპლა. „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი კი, 442 ათასზე მეტი ადამიანს დაუდგინდა.