საფრანგეთში კორონავირუსით გასულ 24 საათში 242 ადამიანი გარდაიცვალა

21:22, 26.04.2020

საფრანგეთში ახალი კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში 242 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც მსხვერპლის რიცხვი 22 856-მდე გაიზარდა.

ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ ქვეყანაში უკვე 191 743 შეადგინა.

სამშაბათს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი პარლამენტს საკარანტინო ზომების შემსუბუქების გეგმას წარუდგენს.

მსგავსი