საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 75 000-ს გადააჭარბა
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 75 000-ს გადააჭარბა

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 75 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ვირუსს კიდევ 820 პაციენტი ემსხვერპლა. მათ შორის, 355 საავადმყოფოში გარდაიცვალა, 465 კი, ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი იყო. სიკვდილიანობის მხრივ, საფრანგეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში საფრანგეთში გამოვლინდა ინფიცირების 22 858 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა საფრანგეთში 3.15 მილიონამდე გაიზარდა. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 3 130 პაციენტი რჩება.