საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვალების 437 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

22:05, 27.04.2020

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვალების 437 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გასული დღის მონაცემებთან შედარებით, ეს თითქმის ორჯერ უფრო მაღალი რიცხვია, თუმცა, ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში „კოვიდ-19“-ით პაციენტების რაოდენობა იკლებს.

განახლებული მონაცემებით, ქვეყენაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 23,293-ს შეადგენს.

მსგავსი