საფრანგეთში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი
საფრანგეთში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი

საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ეს „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თუმცა, ქვეყანაში გაიზარდა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო 24 საათში საფრანგეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 811 ადამიანს. ეს ივნისის დასაწყისიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 29 617-ს შეადგენს. რეგისტრირებულია ინფიცირების 159 452 შემთხვევა.