საფრანგეთში კორონავირუსის 21 231 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთში კორონავირუსის 21 231 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 231 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გარდაიცვალა 199 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ-19“ სამი მილიონ 448 ათასზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. გარდაიცვალა 81 647 კოვიდინფიცირებული.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის საავადმყოფოებში გადაიყვანეს 10 037 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი. ამავე პერიოდში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოხვდა კიდევ 1 795 ადამიანი.