საფრანგეთში კორონავირუსის 12 923 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 214 პაციენტი
საფრანგეთში კორონავირუსის 12 923 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 214 პაციენტი

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 12 923 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი 214-ით გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში გამოვლენილია ინფიცირების 2,3 მილიონზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 55 ათასამდე პაციენტი გარდაიცვალა.