საფრანგეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 5 298 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 ინფიცირებული
საფრანგეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 5 298 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53 ინფიცირებული

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 298 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით, თითქმის ორჯერ ნაკლებია.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ორშაბათის მონაცემები ტრადიციულად ნაკლებია, რადგან შაბათ-კვირას გაცილებით ნაკლები რაოდენობის ტესტი ტარდება.

ბოლო 24 საათში საფრანგეთში გარდაიცვალა 53 კოვიდინფიცირებული. ვირუსის გავრცელების შემდეგ, საფრანგეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 458 061 შემთხვევა. გარდაცვლილია 31 338 ინფიცირებული.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში მზარდია ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა. ამჟამად ეს მაჩვენებელი 4 103-ს შეადგენს. აქედან 638 ინფიცირებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო საფრანგეთის სიდიდით მესამე ქალაქ ლიონში 22 სექტემბრიდან შეზღუდვები მკაცრდება. მანამდე შეზღუდვები გამკაცრდა მარსელში, ბორდოსა და ნიცაში.

დატოვე კომენტარი