საფრანგეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 13 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 63 ადამიანი

22:25, 01.10.2020
FILE PHOTO: People wearing protective face masks walk in a busy street in Paris as France reinforces mask-wearing in public places as part of efforts to curb a resurgence of the coronavirus disease (COVID-19) across France, September 18, 2020. REUTERS/Gonzalo Fuentes

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 13 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით 63 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დედაქალაქში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს.

გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლოა, პარიზში რესტორნები და ბარები ისევ დაიხუროს.

მსგავსი