საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 357 ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით 357 ადამიანი დაიღუპა

ბოლო 24 საათში საფრანგეთის საავადმყოფოებში ახალი კორონავირუსით 357 ადამიანი გარდაიცვალა, რაც გასული ორი დღის მაჩვენებელთან შედარებით ყველაზე დაბალია.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის დაწყებიდან დღემდე 8078 ადამიანია გარდაცვლილი. მათგან 5889 საავადმყოფოებში გარდაიცვალა, 2189 კი მოხუცთა თავშესაფრებში.