საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 944 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 151 პაციენტი
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 944 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 151 პაციენტი

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 15 944 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 151 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში ვირუსის 2.84 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის, პანდემიამ 67 000-ზე მეტი პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. საფრანგეთი ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი