საფრანგეთსა და იტალიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

10:08, 07.10.2020

საფრანგეთის სამხრეთ ნაწილსა და ჩრდილოეთ იტალიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. 20 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ასობით მაშველია ჩართული. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს 24“ ავრცელებს.

გასულ უქმეებზე შტორმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ დააზარალა საფრანგეთის ზღვისპირა ალპების დეპარტამენტი, ასევე იტალიის ლიგურიისა და პიემნონტის რეგიონები.

სტიქიის შედეგად დაზიანებულია გზები და ხიდები.

მსგავსი