საფრანგეთის სენატში ჩრდილოეთ კორეის ჯაშუში დააკავეს
საფრანგეთის სენატში ჩრდილოეთ კორეის ჯაშუში დააკავეს

საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის წევრი ფხენიანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილად  სცნეს. ამის შესახებ „ფრანს პრესი“ იუწყება.

მედიასაშუალებების ცნობით, საუბარია ბენუა კენედიზე, რომელიც სენატის არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და ბაღების სამმართველოში მაღლ თანამდებობებს იკავებდა და არა ერთხელ იმყოფებოდა ჩრდილოეთ კორეაში.

ფრანგი დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება მარტიდან მიმდინარეობდა. ის 25 ნოემბერს აიყვანეს.

ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს, თუ რა სახის დოკუმენტები გადასცა კენედიმ ფხენიანს.

ბენუა კენედი პარიზის პრესტიჟული ეკონომიკური სკოლის კურსდამთავრებულია. მას ჩრდილოეთ კორეის შესახებ რამდენიმე ნაშრომი აქვს დაწერილი. დეპუტატი  არაერთხელ სტუმრობდა კორეის ნახევარკუნძულს. ის  ფრანგულ-კორეული მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეც იყო.