ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გენერალური დირექტორატის ოფიცერმა, სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაცია გადასცა სოფიაში რუსეთის საელჩოს დიპლომატს.

„სამწუხაროდ, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე, რომელსაც აკვირდებოდნენ. საუბარია ჯაშუშურ ქმედებებზე, თუმცა ამ ეტაპზე მეტი კომენტარისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა, ჟივკო კოცევმა.

ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტო მუშაობს ვერსიაზე, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, სავარაუდოდ, თანამზრახველი ჰყავდა.