საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო, ვადაზე ადრე შეწყდა და უკვე ჩატარებული 28 ტურის შედეგები დარჩა ძალაში.
საფეხბურთო სეზონის ვადამდელი დასრულებით, კლუბებმა 243 მილიონი ევრო იზარალეს, – იუწყება L’Equipe.
ფრანგული კლუბების ზარალის დიდი წილი მატჩებს ტრანსლაციებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონად (28 ტურის შედეგების გათვალისწინებით) პარი სენ-ჟერმენი გამოცხადდა.