საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ ჩელებაძე - ძალიან მინდა, ეს სამი მატჩი კარგად დამთავრდეს, მაგრამ გაგვიჭირდება #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ილაპარაკა.
„ძალიან მინდა, რომ ეს სამი მატჩი კარგად დამთავრდეს, მაგრამ გაგვიჭირდება. გვიხარია კვარაცხელიას თამაშის ხილვა და მინდა, რომ გაიბრწყინოს. ახლა მთავარია, მწვრთნელი ჩამოყალიბდეს ვის დაეყრდნოს. დასანანია გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა, გული მისკდება, როდესაც ვფიქრობ, რომ შეიძლება, იგი დაიკარგოს.“
გადაცემის წამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა საკუთარი ტრავმა გაიხსენა – 1980 წელს ნოვიკოვმა რომ ჩამარტყა, დაახლოებით ისეთი დაზიანება მივიღე, როგორიც ახლა ჩაკვეტაძეს აქვს. რთული ტრავმა არაა.
„ძალიან კარგი, თუ რთული ტრავმა არ არის. ეს ჩაკვეტაძე უნდა მობრუნდეს. ნორმალური ნაკრები გვყავს, მაგრამ ძალიან ძლიერ გუნდებს ვხვდებით. თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტოპ-ჩემპიონატში ფეხბურთელი არ გვყავს. ბევრიც ძირითად შემადგენლობაში არ თამაშობს“, – დასძინა რევაზ ჩელებაძემ.