პრესკონფერენცია | ვილი სანიოლი - შევარჩიეთ ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან სათამაშოდ #1TVSPORT
პრესკონფერენცია | ვილი სანიოლი - შევარჩიეთ ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან სათამაშოდ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარტის სანაკრებო მატჩებამდე პრესკონფერენცია გამართა და მედიის შეკითხვებს უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა მოახლოებულ სანაკრებო მატჩებისთვის მზადების გეგმებზე ილაპარაკა. ასევე პასუხი გასცა კითხვებს, რატომ გამოიძახა ან არ გამოიძახა ესა თუ ის მოთამაშე.

„ჩვენი პირველი შეხვედრა განსაკუთრებული მომენტია. რამდენად მოვასწარი მოთამაშეების გაცნობა და ასისტენტებს თუ ვესაუბრე? ბოლო რამდენიმე კვირა ყველა კანდიდატს ვაკვირდებოდი. ეს ახალი ეტაპია, ყველაფერი ნულიდან იწყება და კანდიდატებმა თავიდან უნდა დაამტკიცონ, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ. ამის მიხედვით შევარჩიეთ ფეხბურთელები, რომლებიც ჩემი აზრით, მზად არიან, რომ შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან ითამაშონ.

რატომ არ არიან ყაზაიშვილი, მაკარიძე, გვილია. მაკარიძის გუნდს მნიშვნელოვანი თამაში აქვს. გვესმის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ და ასეთ დროს ფიფას წესებით ვიხელმძღვანელებთ და შევეცდებით, ჩენი ინტერესიც გავატაროთ.

ეროვნულ ლიგაში თამაში ნაკრებში მოსახვედარდ დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ჩემპიონატი უფრო ძლიერია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატიდან მოვიწვიეთ მოთამაშეები, რომლებიც ჩვენი აზრით დაგვეხმარებიან – ჩაბრაძე, ჯიღაური, მამარდაშვილი და სხვები.“

საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევ ციკლს შვედებთან 25 მარტს სტოკჰოლმში მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს გუნდი საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.