რა სიახლეებია სანიოლის შემადგენლობაში - ვინ დაემატა და ვინ გამოაკლდა სანაკრებო სიას #1TVSPORT
რა სიახლეებია სანიოლის შემადგენლობაში - ვინ დაემატა და ვინ გამოაკლდა სანაკრებო სიას #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა უკვე ცნობილია – მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელების სია დაასახელა, რომლებიც მარტში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სკავალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მოემზადებიან.

ამ თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში მოემზადება. წლის პირველ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში 25 მარტს გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის დებიუტი შედგება. 28 მარტს ჩვენი გუნდი ესპანეთის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 31 მარტს სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება.

სანიოლმა გამოძახებულ 25 მოთამაშეს შორის რამდენიმე დებიუტანტია – საფრანგეთში დაბადებული ბელგიური „სერენის“ 20 წლის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის „ლოკომოტივის“ 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ბათუმის „დინამოს“ 24 წლის მარჯვენა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული „ვოლფსბერგის“ მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საინტერესოა, ნოემბრის ბოლო შეკრების შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რა ცვლილება მოხდა და ვინ შეიცვალეს.

მეკარეები

გამოაკლდა

გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი)

დაემატა

გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

 

მცველები

გამოაკლდა

საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაემატა

გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გოგა ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

 

ნახევარმცველები

გამოაკლდა

ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი)

დაემატა

ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია)

 

თავდამსხმელები

გამოაკლდა

ვაკო ყაზაიშვილი (ულსანი, კორეა), გუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

დაემატა

გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ გიორგი ბერიძე, ბუდუ ზივზივაძე და ლაშა პარუნაშვილი. ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებული იყო და როგორც ჩანს, ის უკვე ვარჯიშობს. სხვაგვარად სიაში ვერ იქნებოდა.

ბოლო ერთ წელიწადში პირველად მოხდა, რომ სიაში არ არიან ვოლგოგრადის „როტორის“ მოთამაშეები – საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი, ასევე ბათუმის „დინამოს“ წევრები – მამუკა კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია და მურთაზ დაუშვილი.

 

ყველაზე მოულოდნელი სიახლე

ყველაზე მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზი იყო სიაში გურამ გიორბელიძისა და გოგა ჩაბრაძის მოხვედრა. გიორბელიძე ავსტრიულ „ვოლფსბერგში“ გამოჩნდა და ევროპის ლიგაზე „ტოტენჰემთან“ ორივე მატჩი ჩაატარა, ხოლო ჩაბრაძე ბათუმის „დინამოში“ შესანიშნავად ათამაშდა.

ასევე მოულოდნელი იყო ოთარ კიტეიშვილის დასახელება – ავსტრიული „შტურმის” ნახევარმცველი ტრავმირებული იყო და როგორც ჩანს, ის უკვე ვარჯიშობს. სხვაგვარად სიაში ვერ იქნებოდა.

მოულოდნელი იყო ლუკა ლოჩოშვილის გამოუძახებლობლობაც, რომელიც ავსტრიულ „ვოლფსბერგის“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და ევროპის ლიგაზე სისტემატუარდ თამაშობდა. თუმცა, მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და აშკარაა, ვილი სანიოლი უფრო გამოცდილ მცველებს ენდო.