საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიადების ახალი დევიზი დაამტკიცა #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაამტკიცა ოლიმპიადების ახალი დევიზი, – წერს გამოცემა Inside the Games. დევიზი „სწრაფად, მაღლა, ძლიერად!“ შეიცვალა სლოგანით: „სწრაფად, მაღლა, ძლიერად – ერთად!“
თავდაპირველი ფრაზა ეკუთვნის მღვდელ ანდრე დიდონს და ის საფუძვლად აიღო ოლიმპიური მოძრაობის დამფუძნებელმა პიერ დე კუბერტენმა. 1894 წლიდან მოყოლებული, ოლიმპიური თამაშების პირველ კონგრესზე დამტკიცების შემდეგ, ის ოლიმპიადების უცვლელი დევიზი იყო.