საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი - ტოკიოს ოლიმპიადა ჩატარდება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ჯონ კოუტსი დარწმუნებულია, რომ არაფერი შეუშლის ხელს 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარებას.
„100 პროცენტით დარწმუნებული ვარ. ეს რთულია, მაგრამ ტოკიოს თამაშები გაიმართება.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი, იაპონიის მთავრობა და ტოკიოს ადმინისტრაცია სერიოზულად იყვნენ განწყობილნი ამ ოლიმპიადის ჩასატარებლად იმ მომენტიდან, როცა გასული წლის თებერვალში პანდემიამ იფეთქა. ჩვენ ეს განწყობა შენარჩუნებული გვაქვს. და ვერანაირ წინაღობას ვერ ვხედავთ ამისთვის“, – მოჰყავს კოუტსის სიტყვები გამოცემა Nikkei-ს.
ვიცე-პრეზიდენტმა ისიც დაამატა, რომ კომიტეტი განიხილავს ოლიმპიადის უმაყურებლოდ ჩატარების ვარიანტს. ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მარტში ან აპრილში მიიღებენ.
ტოკიოში თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.