საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი - თამაშები გაიმართება, კორონავირუსით ან მის გარეშე
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ კოუტსმა განაცხადა, რომ ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 2021 წელს ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით. ფუნქციონერმა Yahoo-ს მოუყვა, რომ თამაშებზე სხვადასხვა კონტრზომას მიმართავენ და ძირითად თემას შეცვლიან.
„თამაშები გაიმართება კორონავირუსით ან მის გარეშე. ოლიმპიადა მომავალი წლის 23 ივლისს დაიწყება.
თავდაპირველად, ამ თამაშების თემა უნდა ყოფილიყო იაპონიის აღდგენა 2011 წლის ცუნამის შემდეგ. ახლა თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თემა შეიცვლება COVID-19-ზე გამარჯვებით, გვირაბის ბოლოს სინათლით.
დღეს ორგანიზატორების ამოცანაა – სხვადასხვა კონტრზომის განხილვა, რომელიც საჭირო იქნება თამაშების ჩასატარებლად. ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსი კონტროლდება, ზოგიერთში – არა, არადა, თამაშებზე სპორტსმენები ყველა ქვეყნიდან ჩამოვა.
სულ მონაწილეობა უნდა მიიღოს 206-მა ნაკრებმა. ასე რომ, ორგანიზატორების წინაშე მასშტაბური ამოცანა დგას“, – განაცხადა კოუტსმა.