საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 500 ათას ევროს გამოყოფს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (სოკ) 500 ათას ევროს გაიღებს იმისთვის, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სტარტისთვის ღვთისმშობლის ტაძარი აღდგენილი იყოს, – წერს ინტერნეტგამოცემა „ფრანს 24“ (France 24). ამის შესახებ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ტომ ესტაგესთვის გაგზავნილ წერილში დაწერა.
„მიზანია, რეკონსტრუქცია დასრულებული იყოს 2024 წლის თამაშებისთვის. ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. მთელი ოლიმპიური მოძრაობა და კერძოდ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მეტად აღელვებულია ტაძრისა და 2024 წლის ოლიმპიადის კავშირით“, – ამტკიცებს ბახი.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. შედეგად ისტორიული ძეგლი მნიშვნელოვნად დაზიანდა. საფრანგეთის ხელისუფლება მის აღდგენას ხუთ წელიწადში გეგმავს.