სადანოუმის მარტივი გამარჯვება - ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მეექვსე შეხვედრა წააგო [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს მე-10 დღეს ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი სადანოუმის დაუპირისპირდა, რომელიც მე-5 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს. 34 წლის ქართველმა სეკიტორმა მე-6 ბრძოლა წააგო და საქმე გაირთულა.
ბრძოლის დასაწყისში სადანოუმმა უფრო აქტიურად შეუტია და უკეთესი პოზიციის მოპოვება თავიდანვე შეძლო. ბოლოს მან ტოჩინოშინი დოჰიოდან მარტივად გადაიყვანა და იორიკირით გამარჯვება გაიფორმა.
ქართველ მებრძოლს მიმდინარე ბაშოზე აქტივში 4 მოგება და 6 მარცხი აქცს. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კი ბოლო 5 ბრძოლიდან 4-ის მოგება სჭირდება. ხვალ, 20 სექტემბერს მისი მეტოქე მე-12 მაეგაშირა რიუდენი იქნება, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალანსი 6-4-ზე აქვს.