საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22:43, 05.04.2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა.

„სპეციალისტებმა გამოიკვლიეს მედპერსონალი, რომელთაც ახლო შემხებლობა ჰქონდათ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლესთან და ყველა პასუხი არის უარყოფითი“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი არ დაუდასტურდა არც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს, ბენიამინ ფალავანდიშვილს.

საჩხერის მერს და საავადმყოფოს თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის მერის მეუღლეს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს. აღნიშნულის გამო, საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში რჩება.

მსგავსი