საჩხერის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს, ბენიამინ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ანალიზის პასუხი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

საჩხერის მერს კორონავირუსზე ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს. აღნიშნულის გამო, საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში რჩება.

ბენიამინ ფალავანდიშვილის მეუღლე ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის, ინფორმაციით, მას დაავადება მსუბუქი ფორმით აქვს.