ბათუმში მიმდინარე რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა პირველმა ნაკრებმა სამხრეთ კორეის გუნდს 3-1 მოუგო.
პარტიები წარმატებით – ნანა ძაგნიძემ, ბელა ხოტენაშვილმა და მერი არაბიძემ დაასრულეს. მეორე დაფაზე კი შეხვედრა ლელა ჯავახიშვილმა დათმო.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა მეორე ნაკრებმა რომლის შემადგენლობაში ინგა ჭარხალაშვილი, სოფიო გვეტაძე, სოფიო ხუხაშვილი და მირანდა მიქაძე თამაშობდნენ, სამხრეთაფრიკის გუნდს 4-0 სძლია. ასეთივე შედეგით იმარჯვა ჩვენი ქვეყნის მესამე გუდმა რომლის ღირსებასაც ნინო ხომერიკი, მარიამ ჯანიაშვილი, ლილე ქორიძე და თამარ ესაძე იცავენ. მათ სეიშელის კუნძულების ნაკრების წევრები გაანადგურეს.
საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ ტურში საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები სმენადაქვეითებულთა საერთაშორისო ჭადრაკის კომიტეტის გუნდს შეხვდა და 3.5-0.5 იმარჯვა. პირველ დაფაზე პარტია ყაიმით ბაადურ ჯობავამ დაასრულა. მიხეილ მჭედლიშვილმა, ლევან ფანცულაიამ და მიხეილ ჯოჯუამ კი შეხვედრებში გამარჯვება დააფიქსირეს.
საქართველოს ვაჟთა მეორე ნაკრების წევრთაგან მეორე დაფაზე თორნიკე სანიკიძემ მეტოქესთან ქულა გაიყო. საქართველოს ნაკრებმა ლიხტენშტეინის გუნდს 3,5-0,5 მოუგო. წარმატება დავით მაღალაშვილმა, ირაკლი ბერაძემ და გიგა ყუფარაძემ მოიპოვეს. ჩვენი ქვეყნის მესამე გუნდმა მაკაუს ნაკრებს 4-0 სძლია. პირველ ტურში მესამე ნაკრებში ნოე თუთისანმა, ლუკა ობოლაძემ, ნიკოლოზ პეტრიაშვილმა და ნიკოლოზ კაჭარავამ ითამაშეს.