საჭადრაკო ოლიმპიადის მეცხრე დღის შეჯამება
საჭადრაკო ოლიმპიადის მეცხრე დღის შეჯამება

ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე დღეს მეცხრე ტურის პარტიები გაიმართა. ვაჟ მოჭადრაკეთა სამივე ნაკრებმა დღეს ერთნაირი ანგარიშით 2,5;1,5 იმარჯვა. პირველმა ნაკრებმა ბელარუსის, მეორემ ლატვიის, ხოლო მესამემ ალჟირის გუნდის დამარცხება შეძლო.

საქართველოს ქალთა პირველი ნაკრების წევრებმა მონღოლეთის გუნდის წარმომადგენლებს 3:1 მოუგეს. პირველ და მეოთხე დაფებზე პარტიები ნანა ძაგნიძემ და ბელა ხოტენაშვილმა მოიგეს, ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ბაციაშვილმა კი მეტოქეებთან ქულა გაიყვეს. მეორე ნაკრების წევრებმა ყაიმი 2:2 სერბეთის გუნდთან გააფორმეს, ხოლო მესამე ნაკრებმა ვიეტნამის გუნდთან 0,5:3,5 წააგო.